ისრაელი შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
კერძოდ, ქვეყანაში 23 თებერვლიდან სასტუმროები და სპორტული დარბაზები გაიხსნება. 9 მარტიდან კი ისრაელი რესტორნების გახსნას გეგმავს.
ცნობისთვის, ისრაელის მოსახლეობის 41%-ს კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა უკვე აქვს გაკეთებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ისრაელში კორონავირუსით 721,846 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 5,351 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 655,519-ს შეადგენს.
წყარო: ptn.ge