დღეიდან ქვეყანაში კოვიდ შეზღუდვები მსუბუქდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ამჯერად, სარესტორნო ბიზნესსაც შეეხება. კერძოდ, კაფე-ბარები და რესტორნები სტუმრების მიღებას დღეიდან მხოლოდ ღია სივრცეებში შეძლებენ, გარდა შაბათ-კვირისა.
ღია სივრცეში სკამების და მაგიდების განთავსება შეუძლია ნებისმიერ კვების ობიექტს. მათ საკუთრების წინ მდებარე ტერიტორიაზე ღია სივრცის მოწყობას კვლავაც სთავაზობს თბილისის მერია. თუმცა, შეღავათი კაფეებისა და რესტორნების მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციის მონტაჟს არ ითვალისწინებს.
კორონავირუსით დაზარალებული სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტს ღია კაფის მოწყობასთან დაკავშირებით ამ დროისთვის 200-მდე იჯარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. მათზე მოქმედებს შეღავათი, რაც იჯარისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
“იმედინიუსი”