„ღმერთო, რა მოსაბეზრებელია ეს ყოველივე: მელია, მელია, მელია. . . სხვა აღარაფერი ხდება ამ ქვეყანაში???“ – მაია ნიკოლეიშვილი

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

„ღმერთო, რა მოსაბეზრებელია ეს ყოველივე: მელია, მელია, მელია . . . მედიააააააა!!! სხვა აღარაფერი ხდება ამ ქვეყანაში, ან დედამიწაზე????!!!!! დოზირება მაინც ხომ შეიძლება?! გადართავ ნებისმიერ არხზე, და მელია, მელია, ბოკერია, უგულავა, ბაქრაძე, იქით ბუაძე-ჩიხლაძე “გმოძღვრავენ” გაუთავებლად და გემუქრებიან, მერე კიდევ სხვა დამთხვეულები თავიანთ შეზღუდულ-“ეშმაკურ” ვაჭრობის სტრატეგიაში გიხვევენ! ვის აინტერესებს ეს პრიმიტივიზმი და პროვოკატორობა?! ეს რა მაზოხიზმშია ჩვენი მედიის უდიდესი ნაწილი!!! ეს რა ისტერიაა!!! წადით, რა, დაიწყნარეთ ნერვები და დაგვასვენეთ ისტერიულ-მანიაკალურ-პარანოიალურ-შიზოფრენიული სატელევიზიო დარდუბალასგან! აღარ გიყურებთ უმეტესობას, ფსიქიკას ვუფრთხილდები და სხვა ქვეყნების სატელევიზიო გადაცემებს ვუყურებ. ბევრი იქცევა ასე და კიდევ მეტი ‘უშველის” თავის ნერვებს. ძვირფასებო, ნერვებს გაუფრთხილდით, კომუნისტებმა ჩაიარეს, ჯაბამ და “მხედრიონმა” ჩაიარა, შევარდნაძის ეპოქა დამთავრდა, მიშასეულმა სადიზმმა ჩაიარა, მელიაც ჩაივლის, სხვა ბევრი “ხურდაც” მიჰყვება, მაგრამ, ნერვული უჯრედები აღარ აღსდგება!“