Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი მსოფლიოს მომავალი ორი საფრთხის შესახებ აფრთხილებს, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსზე უფრო საშინელი იყოს. ინფორმაციას ამის შესახებ dailystar-ი ავრცელებს.
გეიტსის თქმით, ერთ-ერთი საფრთხე კლიმატის ცვლილებაა.
“კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველწლიურად გაიზრდება” – განაცხადა გეიტსმა.
გეიტსმა მეორე საფრთხედ ბიოტერორიზმი დაასახელა.
“ვისაც ზიანის მიყენება სურს, შეუძლია ვირუსი შექმნას. ეს კი ნიშნავს, რომ ამ მოვლენის წინაშე აღმოჩენის ალბათობა გაცილებით დიდია, ვიდრე ბუნებრივი ეპიდემიის წინაშე” – აღნიშნა მან.
მისი თქმით, მომავალ პანდემიებს კაცობრიობა ვერ შეაჩერებს.
“მომავალ პანდემიებს კაცობრიობა ვერ შეაჩერებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტად მომზადებულები დავხვდეთ მას და უფრო ნაკლები სიკვდილიანობა გვქონდეს, ვიდრე დღეს გვაქვს” – განაცხადა გეიტსმა.
ცნობისთვის, 2015 წელს ბილ გეიტსმა TED talk-ში გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიო მომავალი ეპიდემიისთვის მოუმზადებელი იყო.
გეიტსი საუბრობდა ვირუსზე, რომელიც გავრცელდებოდა და აღნიშნა, რომ ადამიანები მისთვის უნდა მომზადებულიყვნენ.
გეიტსის გამოსვლიდან 5 წლის შემდეგ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა.
წყარო: report.ge