ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – სოფელ განჯალაში შვილმა დედას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
შუახნის ქალს დაზიანება მუცლის და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული, რის გამოც მას ქირურგიული ოპერაცია “არქიმედეს კლინიკაში“ უკვე ჩაუტარდა – ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მძიმეა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილი ჰყავს, მისი გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს.