პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ ნიკა მელია პარტიის ოფისში აპირებს ჩაკეტვას და სასამართლოში გამოცხადებას არ გეგმავს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრების წევრებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ნიკა მელია არ აპირებს გამოცხადდეს სასამართლოში, ჩაიკეტოს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში და წინ აიფაროს სხვა ადამიანები, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა 20 ივნისს.
როგორც ყოველთვის, “ნაციონალური მოძრაობა” მიმართავს თავის მოკავშირეებს, როცა მას უჭირს და როცა დახმარება სჭირდება, ეს იქნება გავრილოვი, ჟირინოვსკი თუ სხვა. და ყოველთვის ღებულობს ამ დახმარებას. ერთს ნავში სხედან, ერთ საქმეს აკეთებენ, ეს საქმე არის ანტისახელმწიფოებრივი,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარი ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყველა კანონის წინაშე თანასწორია და ვალდებულია მას დაემორჩილოს.
“ყველამ უნდა აღასრულოს კანონი და არავის არ აქვს უფლება კანონს წინ აღუდგეს. ხოლო, თუკი იქნება მსგავსი ქმედებები, შესაბამისად, პოლიციას აქვს თავისი ბერკეტები, როგორ უნდა იმოქმედოს ამ შემთხვევაში. ეს უკვე სცილდება პოლიტიკის სფეროს.
“რუსთავი2”