“აგიღებ და გამოგიტან გარეთ პარლამენტიდან” — მელია ელისაშვილს

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია გამოეხმაურა “მოქალაქეების” თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის შეთავაზებას მისთვის გირაოს ნაწილის გადახდის თაობაზე.

“ალეკო, ჩემი ფეხით არ მომიყვანო ახლა მაგ პარლამენტში. ჩემი ხელით გამოგიყვან იმ პარლამენტიდან, აგიღებ და გამოგიტან, მართლა არ მომიყვანო… რა შენი ხელფასიდან გადამიხდი?!”, – მიმართა მელიამ ელისაშვილს.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მზადაა ნიკა მელიას გირაოს თანხა თავისი ხელფასიდან გადაურიცხოს. ამის შესახებ ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი განიხილება.

ელისაშვილის თქმით, “მოქალაქეები” მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ დაუჭერენ.

 

“ნეტგაზეთი”