პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მართალია, ვერ ესწრება დღეს, პლენარულ სხდომაზე, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ კენჭისყრას, თუმცა მხარს სწორედ ამ გადაწყვეტილებას უჭერს.
“სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს! ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის.
დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, “ბიძიკო”, — წერს წულუკიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.