ისრაელი შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს

ისრაელი შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.

 

ისრაელი 21 თებერვალს სასტუმროებსა და სპორტულ დარბაზებს გახსნის მათთვის, ვისაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული აქვს ან ვისაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ იმუნიტეტი განუვითარდა.

21 თებერვლიდან ისრაელში ასევე გაიხსნება მოლები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები.

ცნობისთვის, ისრაელში მოსახლების 43%-ს კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. ხოლო 30%-ი სრულად არის ვაქცინირებული.

წყარო: bm.ge