აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებულს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა!

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულის სასამართლო პროცესი გაიმართა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ სამართალდარღვევათა 166-173 მუხლებით დაკავებული1000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქეებმა აქცია გამართეს და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ.

მათ განემარტათ, რომ მას შემდეგ, რაც პუნქტობრივად მოხდებოდა საკითხების გავლა და დაზუსტდებოდა მათი მოთხოვნები, პროცესში ჩაერთვებოდა მთავრობის თავმჯდომარე, თუმცა აქციის მონაწილეებმა შემოთავაზებაზე უარი განაცხადეს, შეხვედრა დატოვეს და რუსთაველის ქუჩის გადაკეთვა სცადეს, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოყვა.

წყარო: itv.ge