მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადება

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ვაქცინის ნაციონალიზმი პანდემიის დასრულების პროცესს შეანელებს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნგოზი ოკონჯო-ივეალას განცხადებით, ვაქცინის ნაციონალიზმი პანდემიის დასრულების პროცესს შეანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს

“არავინ არის დაცული მანამ, სანამ ყველა არ იქნება დაცული. ამ დროს ვაქცინის ნაციონალიზმი არახელსაყრელია, ვინაიდან ახალი ვარიანტები ჩნდება. თუკი იმუნიზაცია სხვა ქვეყნებშიც არ ჩატარდება, ის უბრალოდ არაეფექტური იქნება” – განაცხადა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ.

წყარო: report.ge