საქართველოს უმეტეს რეგიონებში, თბილისსა და მის შემოგარენში გვიან ღამით დაწყებული თოვა ამ დრომდე გრძელდება.
უამინდობას დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები მომზადებული დახვდნენ. რამდენიმე ბრიგადა ტექნიკურ მარილს თბილისსა და მის მახლობლად გზებზე მთელი ღამის განმავლობაში ყრიდა, იწმინდება ტრანსპორტის სავალი ნაწილი.
ტექნიკური მარილი დაყრილია წყნეთის, ბეთანიის, ტაბახმელასა და კოჯრის საავტომობილო გზებზე. ძლიერი თოვის გამო მანქანები ფრთხილად, თუმცა შეფერხების გარეშე გადაადგილებიან.
“რუსთავი2”