პირბადის ტარების რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

საპარლამენტო კომიტეტები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვას შეუდგნენ, რომელიც ითვალისწინებს პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის ჯარიმის გაზრდას.

 

საქართველოში 28 ნოემბრიდან პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. პირბადის ტარების რეჟიმის დარღვევა ითვალისწინება ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

ცვლილებების ერთ–ერთი ავტორი, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  დეპუტატი ლადო კახაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის ჯარიმის 50 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის.

კანონპროექტს კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს და  საკითხი განსახილველად პლენარული  სხდომის დღის წესრიგში შევა.

შსს–ს ცნობით, 1 იანვრიდან პოლიციამ 28.197 დარღვევა გამოავლინა, რომელთა უმეტესობა პირბადის რეჟიმის დარღვევაა – გასულ დღე–ღამეში 733 ადამიანი დაჯარიმდა.

“სპუტნიკი”