კიდევ ერთი საჩუქარი ქართველ ხალხს: გაზის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების საფასური გაორმაგდა

თვითმმართველ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმსა და რუსთავში გაზის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების საფასური იანვრიდან გაორმაგდა და 800 ლარი გახდა.


შესაბამისი ცვლილება გაზის მიწოდებისა და მოხმარების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებაში გასული წლის 27 დეკემბერს შევიდა და მისი ამოქმედების ვადად 2020 წლის პირველი იანვარი განისაზღვრა.

bfm.ge