კარტოგრაფების საქმეში ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა.
კარტოგრაფების საქმეში მოსამართლემ დასაშვებად სცნო პროკურატურის მტკიცებულება, ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებების შესახებ.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, გიორგი მახარაძის ცნობით, წინასასამართლო ეტაპი ყველა მტკიცებულების დაშვებით დასრულდა და მათ არსებით ეტაპზე განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ივერი მელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:
– “როცა ხაზს უსვამ და ამბობ, რომ ეს მონაკვეთი შენია – როგორ არის შენი, როცა არ არის შენი”
მელაშვილის ამ განცხადებას, საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.
ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის საქმეზე მომდევნო სხდომა 2 მარტს გაიმართება.
წყარო: itv.ge