„თუ დაინახავენ რომ ადვილად შეუძლიათ დააკავონ, როგორც გადადეს, ისე გადმოდებენ და დააკავებენ, თუ მიეცათ ამის საშუალება“, – ამის შესახებ„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ამიტომ არ აპირებენ ნიკა მელიას მიტოვებას“.
„მელა ვერ შეწვდა ყურძენსა მკვახე არისო – ეს ვარიანტი იყო ამ მომენტამდე. თუ დაინახავენ რომ აქ სუსტად ვართ და თუ დაინახავენ რომ ადვილად შეუძლიათ დააკავონ, როგორც გადადეს, ისე გადმოდებენ და დააკავებენ, თუ მიეცათ ამის საშუალება. ამიტომ ყოველთვის ვიქნებით მზად, ნიკა მელიას არ მივატოვებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ბარამიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
“იმედინიუსი”