სქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, საკუთარ გადაწყვეტილებას “ტვიტერზე” განმარტავს.
როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, თანამდებობიდან გადადგა პოლარიზაციის შემცირებისა და სიტუაციის დეესკალაციის იმედით.
“მიმაჩნია, რომ ქვეყნის შიგნით განვითარებული კონფრონტაცია და მტრობა საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ, პოლარიზაციის შემცირებისა და სიტუაციის დეესკალაციის იმედით, გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე” – წერს გახარია.