“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც უდუმაშვილი ამბობს, ხელისუფლება ახლა განტევების ვაცებს ეძებს.
„თამარ ჟვანიას აუცილებლად მოუწევს წასვლა, ხელისუფლება ახლა ეძებს განტევების ვაცებს, რომ ამ კრიზისიდან როგორმე გამოძვრეს. თამარ ჟვანია ვერ იქნება განტევების ვაცი. ის არის დამნაშავე, რომელმაც არჩევნები გააყალბა. თამარ ჟვანია ახლა კი არა, პირველ ნოემბერს უნდა გადამდგარიყო. ახლა მისი გადადგომა-არგადაგომა სურათს ვერ შეცვლის, მის გადადგომასთან ერთად თუ არ შეიცვალა სისტემა და არ განახლდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, იქ ახალი თამარ ჟვანია ეყოლება ხელისუფლებას გამზადებული, რომ დანიშნოს. ეს ყველაფერი ვერაფრით იქონიებს გავლენას ჩვენს მოთხოვნაზე, რაც არის ხელახალი არჩევნები, რომელიც აუცილებალდ დაინიშნება მიუხედავად იმისა, რა გადაადგილებებს გააკეთებს ქართული ოცნება ახლა“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარემ თანამდებობდა დატოვა, თუმცა ცესკოში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და არასწორს უწოდებენ.
წყარო: report.ge