ადა მარშანიამ “პატრიოტთა ალიანსი” დატოვა

ადა მარშანიამ “პარტრიოტთა ალიანსი” დატოვა.  ამის შესახებ ინფორმაციას მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი თავად ავრცელებს.

მარშანიამ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც პარტიას მიმართა და საკუთარი გადაწყვეტილება ამცნო.

განცხადებაში ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ გუნდს “პოზიციათა სულ უფრო და უფრო მზარდი განსხვავებების” გამო ტოვებს.

 

“ნეტგაზეთი”