ადამიანებო, თქვენი გამკვირვებია!…
რომ იძახით ახალი არჩევნები განმუხტავს დაძაბულ მდგომარეობასო და ერთად-ერთი გამოსავალი ეს არისო, მაინტერესებს, რომელ თქვენგანს აქვს იმის ილუზია, ამის შედეგად რომ ხელისუფლებაში ის ახალი სახეები მოვლენ, რომელიც ქვეყანას ამ გაუსაძლისი მდგომარეობიდან გამოიყვანს…
ახალი არჩევნების შედეგადაც ხელისუფლებაში ხომ ისევ ნაციონალები ან ქართული ოცნება მოვა, ან ის გაცვეთილი სახეები, რომლებმაც გააუბედურეს ქართველი ხალხი და ქვეყანა მიიყვანეს კატასტროფამდე?!.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ არჩევნები ჩატარდეს და როგორ გგონიათ, რომელი პარტია, ან რომელი ახალი ნათელი სახე მაჟორიტარი იყრის კენჭს – საარჩევნო ბიულეტენებში ხომ იგივე სახეები და იგივე პარტიები ეცდებიან გაიმარჯვონ?!..
პასიონარების მომრავლებამ საზოგადოების ზედაპირზე გამორიყა უუნაროები და უცოდინრები, მლიქვნელები და პოლიტიკური ეგოისტები, ამიტომ გამოსავალი არა არჩევნებშია, არამედ საზოგადოების შეგნების იმ დონემდე ამაღლებაში, როდესაც მას საშუალება ექნება ყველაფერს მისი სახელი დაარქვას და შავი და თეთრი რომ ერთმანეთისაგან გაარჩიოს…
ეს კი შესაძლებელია საღად მოაზროვნე ადამიანების გააქტიურებით და პრესინგით შავბნელ ძალებზე..
სანამ ჩვენი და თქვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცნობიერება და შეგნება იქამდე არ ამაღლდება, რომ შეგვეძლოს რეალურ მდგომარეობას მოვარგოთ ეროვნული აზროვნება და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სცენაზე საღად მოაზროვნე ღირსეული საზოგადოების წევრები არ ავიყვანეთ, ამ ქვეყანაში ვაისა და ვუის გოდება იქნება განუწყვეტლად და იმას მოვიმკით, რასაც დავთესავთ!.
თეიმურაზ კვარაცხელია