“ქართული მარში” ავრცელებს ვიდეოს სათაურით – “ვინ და როგორ გაყიდა დავით გარეჯი?”
ალექსი მათიაშვილი:
“6 თებერვალს გავხდი 94 წლისა. 1974 წლის აპრილიდან გადმომიყვანეს საგარეჯოს რაიონის მთავარ მიწათმომწყობად. 46 წელი ვიმუშავე. ყველა საზღვარზე რაც აზერბაიჯანს უკავშირდებოდა, ყველაფერი ჩემი ხელითაა დატანილი.
მე როცა ვმუშაობდა, ივერი მელაშვილი მიწათმომწყობად მუშაობდა. მიწათმომწყობი კი არა, რა ჯანდაბაც გინდა, ის იყოს… დავურეკე და ვუთხარი, როგორც გატყობ, საზღვარზე მუშაობ, ჩამოდი, რაიონის ისეთ რუკებს მოგცემ, რომელიც არანაირ შეცდომაში არ შეგიყვანს მთელი რაიონის საზღვარზე-მეთქი. ჩამოვიდა და რომ ვაჩვენე რუკები, გადამეხვია, დამკოცნა, ეს რა უნიკალური რუკააო. იმ რუკაზე, რომელზედაც ამბობს, მე მისგან რუკა არ მიმიღიაო. რაც ის რუკა წაიღო, ტელეფონზე არ მპასუხობს. რაკი ვიცნობდი, იმიტომ დავურეკე და ამან ისარგებლა… რომ ამბობს, რუკები მოძველებული იყო და განახლებას საჭიროებდაო, განახლებას საჭიროებდა იმათ საკეთილდღეოდ?
პოლიგონი რომ გააუქმეს, იქ პირდაპირ წერია, არავითარი არც ხის მოჭრა, არც ის… როცა გადმოვიდა ჩვენთან, მოხდა მიწათსამეურნეო მიწათმოწყობა 1976 წელს. ის რუკა, რომელიც მივეცი მელაშვილს, გარდაბანში სანამ გადმოვიდოდა, მანამდე იყო ის რუკა გაკეთებული. როცა გარდაბანმა გააკეთა შიდა სამეურეო მიწათმოწყობა, ის საზღვარი, სადაც 300 ბერი ჩახოცეს, ის არის გამოცხადებული ტრიგონომეტრიულ პუნქტად საბჭოთა კავშირის მიერ და ზღვის დონიდან ნომერიც აქვს მიცემული. აქედან 100 მეტრაში ჩადიოდა საზღვარი, მერე ბრუნდებოდა, აზერბაიჯანის მხარეს გადადიოდა… უნდა დავაბრუნებინოთ მელაშვილს ეს უნიკალური რუკა… კეთილ ინებოს, ის რუკა დადოს ადგილზე, იმ რუკით რომ იხელმძღვანელოს მთავრობამ. ამათ ხელში დაიწყო, ამ ორი პრეზიდენტის ხელში… 1921 წელში სტალინმა გამოგზავნა სერგო ორჯონიკიძე, საქართველოს საზღვრები დაადგინეო, ჰერეთი აზერბაიჯანს გადასცა, ორი რაიონი სასომხეთს, სტალინმა უთხრა, ბარემ შენი სოფელიც იქეთ გაგეტარებიაო… თურმე, 1921 წლის მერე გაცოცხლებულა ორჯონიკიძე…”
“ქართული მარში” კითხულობს, სად წაიღო მელაშვილმა ეს რუკა.
“კახეთი უნდა ადგეს ფეხზე და კახეთთან ერთად მთელი საქართველო… ახლა ავტობანი რომ გაჰყავთ, აზერბაიჯანელებს, როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ ქართველებს ეგ მიწა არ უნდა დაგვიბრუნონ. თუ ვინმემ მიჰყიდა, იმათ მოსთხოვონ პასუხი, ქართველ ერს გარეჯი არ გაგვიყიდია” – “ქართული მარში.”