ნიკოლეიშვილი – რუსული თამაშის და სცენარის მონაწილეებს, არც გაქვთ მორალური უფლება, ოკუპაციის 100 წლისთავის აქცია მოაწყოთ!
თქვენ, რუსული თამაშისა და სცენარის მონაწილეებს არცა გაქვთ მორალური უფლება, ოკუპაციის 100 წლისთავის აქცია მოაწყოთ!” – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც ოპოზიციის მიერ 25 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება.
“ტრაგიკომიკურია სრულიად ოპოზიციის, უფრო სწორად კი “ნაციონალური მოძრაობი” (დანარჩენებს ვინ რას კითხავს!) განცხადება, 25 თებერვალს დაანონსებული აქციის გადადება/გაუქმებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გაუქმების მიზეზებს თუ ჩავიკითხავთ: ნიკა მელიას დევნიან და ის კი სიტყვით უნდა გამოსულიყოო, თან თუ გამოვიდა (სიტყით თუ ოფისიდანო ეგ ვერ გავიგე) დაიჭერენო;
მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, კვლავ მივცეთ ვადა, კომპრომისის სივრცე ხელისუფლებასო; აი, განცხადების ეს ნაწილი კი ნამდვილად ცინიზმის უმაღლესი გამოვლინებაა – “ჩვენ, როგორც უაღრესად პოლიტიკური პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული მომავალი გადავარჩინოთ” – ამას ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი! ოღონდ მგონი ამ სიტყვებს ხალხს კი არ ეუბნება, არამედ ქვეშევრდომ-დამონებულ დანარჩენ ოპოზიციას! თუ დასცინის?! თუ აშინებს?!
სინამდვილეში კი აქციის გადადების მიზეზები სულ სხვაა: შესანიშნავად იცით, რომ ხალხი თქვენ აქციებზე დიდი ხანია აღარ დადის პარტაქტივის რაოდენობა არა საკმარისი იმისათვის, რომ თან პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი მოაწყოთ, თან მელია დაიცვათ „ნაც-ოფისში!“
ნაცების სატელიტ პარტიებს არა აქვთ რეალური რესურსი რომ დაგეხმაროთ!
ამ დროს ჯერ კიდევ სიცივეა თბილისში და აქციაზე ერთი მუჭა მომხრეების მობილიზება, კარგი აზრი არ უნდა იყოს!
ოპოზიციის რეიტინგი და მომხრეების რაოდენობა ძალიან შემცირებულია, ამ ყველაფრის ციფრებით აქციაზე ჩვენება არ გაწყობთ!
თქვენ, რუსული თამაშისა და სცენარის მონაწილეებს არცა გაქვთ მორალური უფლება, ოკუპაციის 100 წლისთავის აქცია მოაწყოთ!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
წყარო: newposts.ge