რამდენიმე ადამიანი გამოვავლინეთ, რომლებიც სიტუაციას ხელოვნურად ძაბავდნენ – გიორგი ბარამიძე

ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, მათ ოფისში პროვოკაციის მცდელობა რამდენიმე ადამიანს ჰქონდა, ამის შესახებ ბარამიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

“შტურმის განხორციელების, ან პროვოკაციის საფრთხე რეალურია. რამდენიმე ადამიანი გამოვავლინეთ კიდეც, რომლებიც ხელოვნურად სიტუაციის დაძაბვის საქმით იყვნენ დაკავებულები და გავუშვით ოფისიდან ზედმეტი ექსცესების გარეშე. გვაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა იყვნენ ასეთი ადამიანები ოფისში, რომლებმაც აქ მშვიდობით მყოფი ადამიანებზე, სხვანაირი სურათის წარმოსაჩენად იმუშაონ. ამიტომ, პირადად დავდივართ და ვთხოვთ მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ, რომ არანაირ პროვოკაციას არ აყვნენ და თუ ვინმე ასეთი შევნიშნეთ, მოხდეს მათი იდენტიფიცირება. არ მივცემთ საშუალებას მომხდურებს, რომ ზედმეტი ძალა გამოიყენონ” – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

წყარო: newposts.ge