მორიგი დაპირისპირება პარლამენტში

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, სადაც საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავენ, მცირე შეკამათება მოხდა.

სიტყვიერი შეკამათება “ევროპული საქართველოს“ წევრ თენგიზ გუნავასა და “ქართული ოცნების” დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს შორის კომიტეტის დაწყებამდე მოხდა. რა გახდა სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი, დეპუტატები არ აკონკრეტებენ