2013 წლის ივნისის თვეში სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი პრიბალტიკის ქვეყნებში , მათ შორის ლიტუევის რესპუბლიკაში.
ვილნიუსში საკმაოდ თბილ გარემოში , პრეზიდენტის მრჩეველმა ლეონას მინკიავიჩუსმა შეხვედრა მომიწყო მაშინდელ თავდაცვის მინისტრ იოზას ოლეკასთან , ასევე ლიტუევის სეიმის დეპუტატებთან , სადაც საშუალება მქონდა გამეცნო ანდრიუს კუბილიუსი .
კუბილიუსმა ჩემში დატოვა პოპულისტის და ანგაჟირებული დემაგოგი პოლიტიკანის შთაბეჭდილება .
მე ლიეტუველ პოლუტიკოსებს და მედიას რეალური და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე , ნაციონალური მოძრაობის კრიმინალური ტირანიის შესახებ , როგორც სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარმა და მისი სისხლიანი რეჟიმის უშუალოთ თვითმხილველმა .
ჩემს მიერ წარდგენილმა უტყუარმა ფაქტებმა სააკაშვილის და მისი რეჟიმის სისატიკის შესახებ , უდიდესი ზეგავლენა მიახდინა ლიტუეველი პოლიტიკოსების უმრავლესობაზე . დიდმა ნაწილმა გააკრიტიკა და დაგმო კრიმინალური რეჟიმი , მხოლოდ კუბილიუსი და რამოდენიმე პოლიტიკოსი ბოლომდე კბილებით იცავდნენ მიშას და მის რეჟიმს . რაღა თქმა უნდა კუბილიუსი და მისი თანამოაზრეები , დღემდე რჩებიან სუბიექტურ და ფინანსურარ ანგაჟირებულ ელემენტებად , რომლებიც ლობირებენ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ბანდას ნაციონალური მოძრაობის სახით !
მგონი ლიტუევის მთავრობის მხრიდან დროული და კორექტული ჟესტი იქნებოდა , ოფიციალური განცხადების გაკეთება , სადაც ისინი დაგმობდნენ კუბილიუსის და სხვათა განცხადებებს , რომელიც შეურაცყოფს საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ნებას ! უხეშად არღვევს და უგულებელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს !
იმედია არ მიწყენენ ჩემი ლიტუეველი კოლეგები , იმ სიმართლის გამო რასაც ეხლა ვწერ . ლიტვუეველი პოლიტიკოსებისგან იმპერატიული ტონით არაფერი გვესწავლება . ქვეყანა სადაც უშიშროების მაღალჩინოსნები ყალბი პასპორტებით , ყალბი საბუთებით და ყალბი ვიზებით ვაჭრობენ , ქვეყანა სადაც სასაზღვრო პოლიცია და საბაჟო სამსახური , ნიკოტინის , ალკოჰოლის და ნავთობის კონტრაბანდითაა დაკავებული , ქვეყანა სადაც კრიმინალური კორტელები ბანდიტურ თავდასხმებს ახორციელებენ მოქალაქეებზე , ქვეყანა სადაც იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობა ყვავის , ქვეყანა სადაც პროსტიტუცია განუკურნებელ სენია და სადაც კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურებში ყოველდღიურ მოვლენად იქცა , ჩვენ ჭკუას არ უნდა გვარიგებდეს !