გახარიას სურათის დალაიქება ბევრად თუ არ ჯობდეს გვარამიას სტატუსის მოწონებას – ლიზი იმნაძე

ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას სელფის გარშემო ინტერესი არ ცხრება.

რამდენიმე დღეში მან რეკორდულად ბევრი ლაიქი დააგროვა.

19 თებერვალს გადაღებულ სელფს ამ დროისთვის 213 ათასი მოწონება აქვს.

თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც გახარიას პოლიტიკური წარსული არ მოსწონს და „ლაიქერების არმიას“, აკრიტიკებს.

მათ საპასუხოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ქალიშვილი, ლიზი იმნაძე წერს:

„გახარიას სურათის დალაიქება ბევრად თუ არ ჯობდეს გვარამიას სტატუსის მოწონებას“.- ვკითხულობთ იმნაძის კომენტარში.

ყოფილ პრემიერს ლაიქებისა და დადებითი კომენტარების გარდა, სიმღერებსაც უძღვნიან. მათ შორისაა, მომღერალი ზურა მანჯავიძეც.

წყარო: itv.ge