კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იტალიის ელჩი მოკლეს

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იტალიის ელჩი ლუკა ათანაზიო მებრძოლების შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აფრიკული მედიის ინფორმაციით, ავტოკოლონას, რომლითაც დიპლომატი გადაადგილდებოდა მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს. ზოგიერთი მონაცემებით, მებრძოლები დიპლომატის გატაცებას გეგმავდნენ.

ელჩთან ერთად მოკლულია კარაბინერთა კორპუსის ერთი ჯარისკაციც. ავტოკოლონა კონგოში გაეროს სტაბილიზაციის მისიას ეკუთვნოდა.

თავდასხმის მიზეზი და თავდამსხმელების ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

წყარო: report.ge