აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს მიერ . საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაუქმების შემდეგ, არჩევნები ორი-სამი თვის შემდეგ გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა სასამართლოში გივი გაბუნიამ განუცხადა.
მისი თქმით, კანონში აღნიშნულია, რომ არჩვენების ჩატარების მინიმალური ვადაა ორი, მაქსიმალური – სამი თვე. საარჩევნო კომისიას ჯერ არ მიუღია სასამართლოს დღევანდელი დადგენილების გასაჩივრების გადაწყვეტილება. თუმცა, გაბნია არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდეს.
ოპოზიციონერი, პრეზიდენტობის კანდიდატი ალხაზ კვიწინია სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. თუმცა, ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მოსალოდნელ არჩევნებში მონაწილეობას. მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელმა შემადგენლობამ დაადასტურა, რომ აფხაზეთში ყველა მოსამართლე არ არის ანგაჟირებული.