როცა ვახსენებ -“ჩვენ ხომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ?!”, ზოგს სასაცილოდ არ ყოფნის…

ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, ვინც ქვეყნისთვის საკუთარი სიცოცხლე დათმო!
პატივი და დიდება მათ ხსოვნას…

თუმცა.. ვგრძნობთ ჩვენ რომ დამოუკიდებლები ვართ?!
როგორც სხვები, მეც ბევრს დავდივარ სოფელში, ქალაქში, ვხვდები ახლობელბს, მეგობრებს, უცნობებს, ნაცნობებს, არ ვიცი თქვენსკენ როგორაა ამ მხრივ სიტუაცია, მაგრამ მე, სრული პასიხუსმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ მასაში, ხალხში(მათ უმრავლესობაში) საერთოდ არ შეიმჩნევა დამოუკიდებლობის შეგრძნება, პირიქით, როცა ვახსენებ-
“ჩვენ ხომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ?!”, ზოგს სასაცილოდ არ ყოფნის.
მასაში ეს სიტყვა უკვე მარგინალიზდა. ის მხოლოდ სიდუხჭირესთან, ომებთან და უიმედობასთან ასოცირდება.. მისადმი სრულ აპათიას და ინდიფერენტულობას ავლენს..
ეს მისთვის არაფერს ნიშნავს..
ეს კი ძალიან საშიში და სახიფათოა მოვლენაა, მომავალში, სახელმწოფოებრიობის განვითარების თვალსაზრისით..
მასაში დამოუკიდებლობის შეგრძნება რომ გაჩნდეს, აუცილებელია, ქვეყანამ ოდნავ მაინც დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომელიც მხოლოდ საქართველოს სტრატეგიული მიზნებიდან და ამოცანებიდან უნდა გამომდინარეობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროცესი გაგრძელდება.
არ შეიძლება მსგავს პრობლემებზე თვალის დახუჭვა!!!

რევაზ კილასონია