“საექიმო” ძეხვის წარმოშვების საიდუმლო

“საექიმო”, ასე უწოდებდნენ 1936 წელს, სტალინის ბრძანებით, საბჭოთა კავშირში სპეციალურად შექმნილ განსაკუთრებულ სამკურნალო ძეხვის სახეობას.

ექიმებმა და კვების მრეწველობის სპეციალისტებმა სტალინის ბრძანების საფუძველზე სპეციალურად შეიმუშავეს ამ ძეხვის რეცეპტი, იმ პაციენტების სამკურნალოდ, “რომლებსაც დაენგრათ ჯანმრთელობა სამოქალაქო ომისა და მეფის ეპოქის დესპოტიზმის გამო”.

დღევანდელისაგან განსხვავებით, ადრეულ ეპოქაში 1 კგ. “საექიმო” ძეხვი, რეალურად შეიცავდა მხოლოდ ბუნებრივ და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს, კერძოდ: 350 გრ. უმაღლესი ხარისხის საქონლის ხორცს, 600 გრ. ნახევრად ცხიმიან მაღალი ხარისხის ღორის ხორცს, 30 გრ. ქათმის კვერცხის შიგთავსს და 50 მლ. ძროხის რძეს.

ზემოთ ჩამოთვლილი ბუნებრივი ინგრედიენტების გამო, ძეხვი “საექიმო”-ს შენახვის ვადა შეადგენდა არაუმეტეს 5 დღეს და ის ისეთი გემრიელი იყო, რომ რეალურად დაიმსახურა მთელი საბჭოთა მოსახლეობის უდიდესი მოთხოვნილება ამ პროდუქტზე და ხალხის დიდი სიყვარული!

სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში, ძეხვი “საექიმო”-ს გემო და შიგთავსი და მისი ინგრედიენტები, რადიკალურად განსხვავდება ზემოთ ჩამოთვლილი ძველი პირველადი შემადგენლობისაგან და დღევანდელი ძეხვი “საექიმო”-საგან დარჩა მხოლოდ ძველი სახელი და სხვა მეტი აღარაფერი.

წყარო: bm.ge