თორნიკე რიჟვაძე – რეკომენდაციების დაცვა საშუალებას მოგვცემს ზაფხულში ტურისტებს ვუმასპინძლოთ

ძალიან მნიშვნელოვანია იმ რეკომენდაციების დაცვა, რომლის აღსრულების შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ ეპიდვითარება იყოს სტაბილური და ამ ყველაფერში მოქალაქეების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„დღეს საოპერაციო შტაბის ფორმატში ჩვენ სხვა უწყებებთან ერთად განვიხილეთ ეფექტური კონტროლის მექანიზმები. იგივე პირბადის ტარების ნაწილში, იცით, რომ შეზღუდვები გრძელდება და გაგრძელდება სარიტუალო ღონისძიებებთან დაკავშირებით.

მე კიდევ ერთხელ ვთხოვ აჭარის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად შევძლოთ ჩვენ ყველამ ერთად შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითარება. მივცეთ საშუალება როგორც ეკონომიკური, ასევე საზოგადოებრივი აქტივობებს აღდგენა და დავიცვათ რეკომენდაციები, რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას, რომ ეკონომიკა თანმიმდევრულად აღვადგინოთ. დარწმუნებული ვარ, ზაფხულისთვის ვიქნებით იმ პოზიციაზე, როცა შევძლებთ ტურისტებსაც ვუმასპინძლოთ“ – განაცხადა რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მიმდინარეობს იმ საკითხზე მსჯელობა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.

„მსჯელობა ყველა აქტუალურ საკითხზე მიმდინარეობს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. თუმცა იცით, რომ სახმელეთო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები ჯერ კიდევ რჩება ძალაში. შეიცვალა საჰაერო მიმოსვლის რეგულაცია. რაც შეეხება თურქეთში გადასვლის ნაწილს, იცით, რომ გრძელვადიანი. მოწვევების შემთხვევაში შესაძლებელია მოქალაქეების გადასვლა სამუშაოდ. თუმცა 2-3 კვირის პერსპექტივაში, იმის მიხედვით, თუ რა ეპიდვითარება გვექნება, ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს და ვიმსჯელებთ, თუ როგორ შეიძლება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად გადამსვლელებს შესაბამისი რეგულაციების დაცვით ამ კონკრეტული მიზნის მიღწევის საშუალება“ – ამბობს რიჟვაძე.

წყარო: ptn.ge