ნიკოლოზ სამხარაძე – საქართველოს მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესებაზე საუბარი ჯერ არ არის

საქართველოს მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესებაზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სამხარაძე სანქციების დაწესებას არც სამომავლოდ ელოდება.

„თუ ვინმე სანქციებზე, თუნდაც აკადემიურ წრეებში ან პოლიტიკურ პარტიებში საუბრობს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს სიმართლე იქნება. სანქციებს არ ველოდები” – განაცხადა სამხარაძემ.

წყარო: itv.ge