ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა.

“კორონავირუსის პანდემია მოქალაქეებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2020 წლის 13 მარტს გამოცხადდა, უნდა გახანგრძლივდეს. მე ვახანგრძლივებ ეროვნული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს” – ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

წყარო: report.ge