რას ამბობს ანზორ მელია:არ გრცხვენიათ ექიმებს?ან ეს ვითომ პიანისტი… გახარია რომ ყოფილიყო პრემიერი…

ანზორ მელია “ტვ პირველთან” ნიკა მელიას დაკავებას იხსენებს და ამბობს:

“ეს რა საშინელება იყო, ამის პატიება არ შეიძლება, სანამ სული მიდგია, ყოველთვის ამ მთავრობის წინააღმდეგ ვიქნები, იმ პარლამენტის წინააღმდეგ, სადაც რამოდენიმე ექიმი, ნახევარი და ერთი წლის წინათ ჩემ სადღეგრძელოს სვამდნენ, ზეცაში ავყავდი ქებით, ჩემი შვილი გაიმეტეს დასაჭერად – არ რცხვენიათ ამ ექიმებს? ერთ ექიმს მივწერე, ასეთ ნიჭიერ ექიმს რა გინდა პარლამენტში რატომ შედიხარ პარლამენტში-მეთქი და ალბათ, თავის ბიზნესებს იცავენ, ამიტომ მისცეს ხმა.
ან ეს ვითომ ცნობილი პიანისტი, რა პიანისტია, თუ უნდოდა პიანისტობა და როიალი, ყოფილიყო საზღვარგარეთ, პარლამენტში კანონები უნდა დაიწეროს…

გახარია რომ ყოფილიყო პრემიერი, გეტყოდით, რისი იმედი მექნებოდა, ის იყო ერთი ნათელი წერტილი მთვარბაში. ეს რომ მოვიდა, იმის მაგიერ რომ ყველას მოგვფერებოდა, მე წესრიგს დავამყარებო და აასრულა მუქარა და ნიკა, როგორც ტერორისტი დაიჭირა, არაფრის იმედი ამათგან არა მაქვს, ერთადერთი უნდა დაუწესდეს ბიინა ივანიშვილს სანქციები.”