სტამბოლში მიმდინარე ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირზე („იაშარ დოგუ“), სადაც ქართველი სპორტსმენებიც ასპარეზობენ 79 კგ წონით კატეგორიის საჭიდაო დღე სკანდალით დასრულდა.
ზურაბ ერბოწონაშვილს ფინალში გასვლის კარგი შანსი ჰქონდა. ის უკრაინელ მეტოქეს ზაკარიევს 8:5-ს ამარცხებდა, მაგრამ ბრძოლის ბოლო წამებზე მეტოქემ აკრძალულ ხერხს მიმართა და პროვოცირებაზე წავიდა.
უკრაინელმა მოჭიდავემ ერბოწონაშვილს სახეში გაარტყა, რასაც ქართველის პასუხი მოჰყვა. ერბოწონაშვილი მალევე გაჩერდა, რა დროსაც საჭიდაო ხალიჩაზე უკრაინელთა მწვრთნელი გამოჩნდა და ზურაბს ძლიერად დაარტყა. ამის შემდეგ ჩხუბში ჩვენი ნაკრების მწვრთნელი გორგი იანტბელიძეც ჩაერთო, რომელმაც უკრაინელ მოჭიდავეს დაარტყა. ვიდეო იხ. აქ.
საბოლოოდ ყველაფერი ისე დასრულდა, რომ ორივე ფალავანი ტურნირიდან მოხსნეს.
წყარო: “კრისტალსპორტი”