ყველამ იცის, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ძირს უთხრის ჯანდაცვის მინისტრს – გიორგი ფხაკაძე

ყველამ იცის, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ძირს უთხრის ჯანდაცვის მინისტრს, – განაცხადა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ჩააგდო ნოემბერში ეპიდსიტუაცია.

“რატომ არის წინააღმდეგობები დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, ძალიან ბევრი წინააღმდეგობები. ჯანდაცვის მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს შორის ყველამ იცის რომ არის ცუდი ურთიერთობა, ყველამ იცის, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ძირს უთხრის ჯანდაცვის მინისტრს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ჩააგდო სიტუაცია ნოემბერში რაც მოხდა ქვეყანაში. პირდაპირ და პირველად ვამბობ ამას, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის პასუხისმგებელი, რაც მოხდა ნოემბერში და დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება ახლა” – განაცხადა ფხაკაძემ.

მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი არის “ხუთი სამინისტროს მინისტრი, ერთი ძალიან დიდი კონგლომერატის ხელმძღვანელი”, მაგრამ თითეულს უწყებას ქვემოთ ვინც არის, აქვს თავისი პასუხისმგებლობა.

წყარო: newposts.ge