საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების 6 სახელმწიფო მდივანი იმყოფებოდა:
ჯეიმს ბეიკერი, კოლინ პაუელი, კონდლიზა რაისი, ჰილარი კლინტონი, ჯონ კერი, მაიკ პომპეო
შეერთებული შტატების პირველი სახელმწიფო მდივანი, რომელიც საქართველოს ეწვია ჯეიმს ბეიკერი იყო, რომელიც თანამდებობას ჯორჯ ბუში უფროსის პრეზიდენტობისას, 1989-1992 წლებში იკავებდა.
ჯეიმს ბეიკერი საქართველოში 1992 წლის მაისში ჩამოვიდა და შეხვდა ედუარდ შევარდნაძეს, რომელსაც სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ძალაუფლება ახალი მოპოვებული ჰქონდა.
იმ დროისთვის შეერთებული შტატების მაღალი რანგის თანამდებობის პირის, ანუ ბეიკერის ვიზიტს გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა შევარდნაძის ხელისუფლების განმტკიცებისათვის და ლეგიტიმაციისათვის.
შემდეგი სახელმწიფო მდივანი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა, კოლინ პაუელი იყო.
კოლინ პაუელი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას 2001-2005 წლებში იკავებდა, ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის დროს.
სახელმწიფო მდივანი პაუელი საქართველოს 2004 წელს ეწვია, რათა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას დასწრებოდა.
საქართველოს ორჯერ ეწვია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელიც თანამდებობას ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის დროს, 2005-2009 წლებში იკავებდა.
კონდოლიზა რაისი საქართველოს, მისი უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ დროს, 2008 წელს ეწვია. პირველად ომამდე, 2008 წლის ივნისში, ხოლო მეორედ, ომის შემდეგ, პრეზიდენტ ბუშის დავალებით და საქართველოსთვის მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით, 2008 წლის 15 აგვისტოს ეწვია.
საქართველოს ორჯერ სტუმრობდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელიც მდივნის თანამდებობას ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას, 2009-2013 წლებში იკავებდა.
პირველად, ჰილარი კლინტონი საქართველოს 2010 წელს სტუმრობდა, მეორედ კი 2012 წლის ზაფხულში.
სახელმწიფო მდივანი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ასევე სტუმრობდა, ჯონ კერი იყო.
ჯონ კერი, რომელიც თანამდებობას ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას, 2013-2017 წლებში იკავებდა, საქართველოში 2016 წლის მარტში ჩამოვიდა.
ბოლო სახელმწიფო მდივანი, რომელიც 2020 წელს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა, მაიკ პომპეო იყო.
წყარო: bm.ge