მწერალი გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ქვეყნის ამჟამინდელი უვაქცინობა (რომელიც ვინ იცის, კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს) არ გახლავთ ვიღაც კონკრეტული მაღალჩინოსნის უუნარობის ბრალი – არც გამცემლიძის, არც ტიკარაძის, არც გახარიასი და არც ღარიბაშვილის. და არც განაცხადის შევსების უცოდინარობაშია საქმე. პირველ რიგში, ესაა საქართელოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საერთო პოლიტიკური სიბეცის ბრალი, რომელმაც რეალურად არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა რუსული ვაქცინის მოსაპოვებლად და შემოსატანად – რაც არ გამორიცხავდა სხვა ვაქცინების შემოტანასაც. ეს, როგორც ჩანს, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
რუსოფობიით შეპყრობილი უკრაინის რადის უმრავლესობა ამას პირდაპირ მაინც ამბობს. ჩვენი პარლამენტი მალავს… მიდით, აყევით “ნაცებს”, ლაშა ბაქრაძესა და თაკო ჩარკვიანს და განაგრძეთ “დასავლეთის ვექტორით” ხმალაობა – ნატო მოგვამარაგებს.
ისე, ამათ რა ენაღვლებათ – ელიტისთვის სადეპუტატო “ასტრა-ზენეკა” კარგ ფასში ყოველთვის მოიძებნება…
გ.ლ.