რომელი 2 პუნქტი შეიტანა შარლ მიშელმა დღის წესრიგში და იმსჯელეს, თუ არა, ნიკა მელიას საკითხზე?

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დასრულდა. შეხვედრის ორგანიზატორი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გახლდათ.

შეხვედრიდან გამოსული დავით ბაქრაძე მედიასთან აცხადებს:

“შევთანხმდით განსახილველი საკიხების ჩარჩოზე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, თვითონ ევროკავშირის პრეზიდენტის ინიციატივით არის შესული ისეთი თემები, როგორც არის პოლიტპატიმრების საკითხი და რიგგარეშე არჩევნების განხილვის საკითხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დღის წესრიგში არის ყველა ის თემა, რაც მართლა მნიშვნელოვანია, მაგრამ მოლოდინი იმის, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ყელაფერი შეთანხმდებოდა, არ უნდა ყოფილიყო. შეხვედრის ფაქტი იყო მნიშვნელოვანი და ჩარჩო დოკუმენტზე ყველა მხარე – ოპოზიციაც, ხელისუფლებაც და ევროკავშირიც – სამივე შევთანხმდით – არსებობს 6 საკითხის ჩამონათვალი, რომელიც უნდა გადაწყდეს, რათა მოგვარდეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისი.

ჩემთვის პირადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პუნქტში შედის პატიმრების საკითხი, მელიას და რურუას საკითხი და რიგგარეშე არჩევნების საკითხი. დიალოგის დღის წესრიგზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი.”

დავით ბაქრაძის თქმით, ამ 6 თემაში შედის საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ადგილობრივი არჩევნები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების თემა.