მედიკოსებმა ბოლო კვირების განმავლობაში კონგოს დასავლეთში 15 ხანდაზმული ადამიანის სიკვდილი დააფიქსირეს უცნობი დაავადებით.
Agence France-Presse იუწყება პროვინცია კვანგოს ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
ექიმებისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა დაავადებასთან აქვთ საქმე.
„ჩვენ ჯერ ვერ დავადგინეთ დაავადების მიზეზი, რომლისგანაც უკვე გარდაიცვალა 60–დან 80 წლამდე ასაკის 15 ადამიანი“, — განაცხადა პროვინციის გუბერნატორმა ჟან–მარი პეტიმ.
მისი თქმით, დაავადება იწყება თავის ტკივილებით, შემდეგ ტკივილი მთელ სხეულზე ვრცელდება, ჩნდება სუნთქვის პრობლემები და რიგ შემთხვევებში ადამიანები იღუპებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, დაავადეების ეპიცენტრი ანგოლასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარე რაიონი კასონგო–ლიუნდაა. პირველი ინფიცირებული იქ თებერვლის დასაწყისში გამოვლინდა.
გარდაცვლილთა ქსოვილების ნიმუშები შესასწავლად უკვე გადაიგზავნა კინშასას სამეცნიერო ცენტრში.
მანამდე აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა (Africa CDC) კონგოში ებოლას ახალი შემთხვევები გამოავლინა, რომელსაც ასევე მოჰყვა მსხვერპლი. აფრიკული ორგანიზაციის განცხადებით, ამ დროისათვის მათ დაავადებისგან განკურნებულების შესახებ ინფორმაცია არცერთი სახელმწიფოსგან არ აქვთ მიღებული.
“სპუტნიკი”