ფულს მთლიანად ტრამპის დასამარცხებლად ვხარჯავ – ეს განცხადება მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა გააკეთა.
როგორც ამერიკელმა ფილანტროპმა განმარტა, შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი ქვეყნისთვის საფრთხეა, ამიტომ მომდევნო არჩევნებზე მისი დამარცხება აუცილებელია.
ბლუმბერგს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატების სახელით კენჭისყრა სურს. Forbes-ის მიხედვით ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულშია.