რამდენიმე საათიც არ გასულა და ოპოზიცია უკვე არღვევს იმ ძირითად პრინციპს, რაზეც შეთანხმება იყო

ვხედავთ, რომ არ გასულა რამდენიმე საათი და ოპოზიცია უკვე არღვევს იმ ძირითად პრინციპს რომელზეც შეთანხმება იყო და რა მიზნითაც გაიმართა გუშინდელი შეხვედრა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი შეხვედრის და შარლ მიშელის ძირითადი აქცენტი იყო, რომ დეესკალაცია მოხდეს პოლიტიკური პროცესების.

„სრულად ვეთანხმებით და ვიზიარებთ ამ სულისკვეთებას. თუმცა ვხედავთ, რომ არ გასულა რამდენიმე საათი და ოპოზიცია უკვე არღვევს იმ ძირითად პრინციპს რომელზეც შეთანხმება იყო და რა მიზნითაც გაიმართა გუშინდელი შეხვედრა.

ვხედავთ, რომ პარლამენტის წინ ხდება პიკეტირება და რიგი ვიწრო, ძალიან რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური წარმომადგენლები ხელს უშლიან საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში. თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი საქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორი და უკვე გარკვეულწილად შევეგუეთ ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის შესასვლელებთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების აქცია იმართება.

1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.

 

“იმედინიუსი”