“როგორმე ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ“ – ეკატერინე ტიკარაძე ნიკოლოზ გამყრელიძეს პასუხობს

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ნიკოლოზ გამყრელიძის კრიტიკას პასუხოსბს. ჯანდაცვის მინისტრი არ თვლის, რომ ისრალეის მსგავსად უნდა იმოქმოდონ, როგორც ეს ნიკოლოზ გამყრელიძემ მთავროაბს ურჩია.

“ამ კრიტიკას არ ვიღებ, ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერი, ჰყავს არაერთი მინისტრი, ჩვენ ვმუშაობთ საბჭოს ფორმატში და ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს. იმ საკითხსაც – მინისტრი ქვეყანაში უნდა იყოს, თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში კარავში ელოდებოდეს მისცემენ თუ არა ვაქცინას, ჩვენ თვითონ როგორმე გადავწყვეტთ” – განაცხადა ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას.

ცნობისთვის, ნიკოლოზ გამყრელიძემ მთავრობას ვაქცინის მიღების ერთ-ერთი გზა შესთავაზა.

“ისრაელის მაგალითი ხომ ნახეთ. რამდენიმე თვე ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი იჯდა “ფაიზერი” ოფისში, სანამ ვაქცინები არ გამოიტანა და ჩვენ ამ პატარა ქვეყანას სხვა შანსი არ გვაქვს. მთავრობის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებმა იგივე უნდა აკეთონ. ერთი მინისტრი უნა იჯდეს ინდოეთში, მეორე ბრიტანეთში, მესამე კიდევ სადღაც, რომ წამოვიღოთ ეს ვაქცინა” – განაცხადა გუშინ ნიკოლოზ გამყრელიძემ.

წყარო: ptn.ge