აღსანიშნავია, რომ ექს–პრეზიდენტი გიორგი წურწუმია ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.
ქართულ–რუსული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის დამფუძნებელი დავით ცეცხლაძე „რუსეთში ფედერალური ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის“ პრეზიდენტად აირჩიეს.
ფედერალური ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომია, რომელიც 2016 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს, რუსეთში ფედერალურ დონეზე ერთადერთი ქართული დიასპორული გაერთიანებაა. მისი მიზანია რუსეთში მცხოვრები ქართველების ეროვნულ–კულტურული თვითმყოფადობის, ტრადიციების შენარჩუნება და ქართველთა გაერთიანება.
1 მარტს რუსეთში ფედერალური ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის საანგარიშო–საარჩევნო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის მონაწილეებმა ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე დავით ცეცხლაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
აღსანიშნავია, რომ სათვისტომოს ექს–პრეზიდენტი გიორგი წურწუმია ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.
დავით ცეცხლაძე რუსეთში ქართული ფედერალური ნაციონალურ–კულტურული ავტონომიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე 2020 წლის აგვისტოს დაინიშნა. გარდა ამისა, იგი არის ქართულ–რუსული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის პრეზიდენტი.