შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი პარლამენტში შემოსვლაა

ოპოზიციისთვის, ყველაზე კარგი გამოსავალი პარლამენტში შემოსვლაა. იმუშაონ იმ საკითხებზე, რომლებზეც აცხადებენ, რომ, თითქოს, მათი მიზნებია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ამაში არ მონაწილეობენ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის„ ეთერში, გადაცემაში “დღის ქრონიკა“ განაცხადა.

“ამ პარლამენტში, უკვე მერამდენედ მეორდება ისტორია. გვახსოვს წინა შეთანხმებები ოპონენტებთან – საარჩევნო რეფორმაზე, კონსტიტუციის ცვლილებაზე და საბოლოო ჯამში, მათ ამაში არანაირი მონაწილეობა არ მიიღეს. ახლაც იგივე მეორდება. საარჩევნო რეფორმაში, რომელიც იყო შეთანხმების მცდელობის ერთ-ერთი საკითხი და რომელიც დღეს დავაინიცირეთ, ამაშიც არ მონაწილეობენ“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წყარო: ptn.ge