ხანძარი ისანში მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე

ისანი-სამგორის რაიონში, მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე ხანძარია.

ინფორმაცია “რუსთავი 2”-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

მათივე ცნობით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.