ილონ მასკი ტეხასში ახალ ქალაქს აარსებს, სადაც ძაღლები ეყვარებათ

ილონ მასკი ტეხასის შტატში ახალი ქალაქის დაარსებას გეგმავს, რის შესახებაც Tesla–სა და SpaceX–ის დამაარსებელმა საკუთარ Twitter–ზე დაწერა.

გარდა ამისა, მას კიდევ უფრო გრანდიოზული გეგმები აქვს – მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი პლანეტა მარსის „დაპყრობასაც“ აპირებს

​„ვაარსებ ქალაქს სახელწოდებით სთარბეისი“ (Starbase), ტეხასი“, — წერს მასკი.

მისი თქმით, ეს იქნება ქალაქი, სადაც ძაღლები ეყვარებათ, ხოლო მისი ლიდერი „დოჟის“ ტიტულს ატარებს.

ბიზნესმენის გეგმით, სთარბეისიდან უკვე მარსისკენ, იქიდან კი სხვა ვარსკვლავებისკენ იქნება შესაძლებელი კურსის აღება.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანის გეგმებში ასევე შედის მარსზე ქალაქის დაარსება. ​გამომგონებლის თქმით, დედამიწელების პირველი კოლონია იქ შუშის გუმბათების ქვეშ იცხოვრებს, ხოლო უკვე 2050 წლისთვის პლანეტაზე მილიონზე მეტი ადამიანი გადავა საცხოვრებლად.

მასკი მარსზე პირველი რაკეტა Starship-ის გაშვებას 2026 წლისთვის გეგმავს.

“სპუტნიკი”