აშშ-ში მოღვაწე ქართველი ინფექციონისტი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (Johns Hopkins University) თანამშრომელი მამუკა მაჩაიძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ უვაქცინობაუფრო გაუგებრობის ჰყავს ვიდრე იმას, რომ ეს ქართული მხარის მხრიდან ეს აპლიკაციის არასწორად შევსების ბრალია.
მისივე თქმით, ვაქცინის მისაღებად საჭიროა პირდაპირ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკება და ამ კომპანიებთან ყველა მაღალჩინოსნის პირადად ჩასვლა.
„ვაქციანაციაზე ანუ უვაქცინობაზე, თუ დაგაინტერესებთ:
როგორც იცით, COVAX პლატფორმას აქვს უმეტესად მედიატორის როლი, ანუ ის თვითონ არ აწარმოებს ვაქცინებს და მთლიანად დამოკიდებულია ვაქცინის მიმწოდებლებზე. ფfაიზერსაც და მოდერნასაც მიწოდების პრობლემები აქვს ყველგან (მათ შორის ამერიკის ბევრ შტატში), რასაც ბევრი მიზეზი აქვს; ბალკანეთის ქვეყნებიც ელოდნენ რნმ ვაქცინებს და როდესაც ვერ მიიღეს დათქმულ დროს, დაემუქრნენ კოვაქს პლატფორმას ჩივილით; არ ვიცი რამდენად „დამატებითი რეგულაციების/გადაზღვევის“ მოთხოვნა ამის საპრევენციოდ გამოიგონეს თუ არა, მაგრამ არ მგონია რომ აპლიკაციის არასწორად შევსება იყოს ის მიზეზი, რატომაც ვაქცინა არ მივიღეთ, უფრო გაუგებრობას ჰგავს. იმედია „ჩივილის“ გაჟღერება შიდა ბაზარზე მოხმარებისთვის და გულის მოსაფხანად იყო გაჟღერებული, უბრალოდ არანაირ შედეგს არ გამოიღებს..
ისრაელი, პალაუ და ვატიკანი ყველაზე ადრე დაამთავრებს მოსახლეობის უმრავლესობის აცრას – ბოლო ორზე კომენტარს აზრი არ აქვს მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ ფაქტია რომ პაულუმ მოდერნა პირდაპირ შტატებიდან მიიღო და აქტიურად დაიწყო მოსახლეობის აცრა. რაც შეეხება ისრაელს – ნათანიაჰუმ 17 შეხვედრა გამართა ფfაიზერის CEO-სთან, გარდა იმისა რომ ორჯერ მეტი ფასი შესთავაზა (47$ 23-ს ნაცვლად), გამართული ინფრასტრუქტურა და დღეში 150,000 ადამიანის აცრას შეპირდა. პირადად ჩაუდგა ვაქცინაციის კამპანიას სათავეში და შედეგი უკვე სახეზეა.
პირდაპირ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკების პრეცედენტები არსებობს, მაგრამ აქაც სწორი და გავლენიანი კონტაქტებია საჭირო. მაგალითად, თუ კონტაქტზე გახვალ Novavax-თან ან Astrazeneca-სთან, გადაგამისამართებენ Serum Institute-თან, რომელიც ინდოეთშია და ძალიან რთული ორგანიზაციაა საურთიერთოდ, მოკლედ ყველა მაღალჩინოსანი ჩემი აზრით პირადად უნდა ჩადიოდეს ამ კომპანიებთანაც და ასევე სხვა მეგობარი ქვეყნის ადმინისტრაციასთან პროაქტიური კავშირია საჭირო; ყველა წესის გვერდის მოვლა შეიძლება, ყველაფერი მოლაპარაკების საგანია.
ძალიან მნიშვნელოვანია იმ კომპანიებთან წინასწარი მოლაპარაკება, რომელთა ვაქცინებსაც ჯერ EUA არ მიუღიათ, ასეთია Glaxo და Novavax მაგალითად.
რადგან რუსული და ჩინური ვაქცინის თემამაც გაიჟღერა „სულ არაფერს ხომ ჯობიას“ და „თუ ლოდინი არ გვინდა, ესენი იყოს“ მიზეზით, ჩემს აზრს დავაფიქსირებ – რუსეთმა ძალიან კარგად იცის რომ პირდაპირი მნიშვნელობით თავის ხალხზე ჩაატარა ექსპერიმენტი; ასევე კარგად იციან რომ არცერთი ჭკუადმყოფელი არ ენდობა პროცესს, შესაბამისად არც მათ ვაქცინებს, ამიტომ აქტიურად მუშაობენ მინიმუმ 2 ევროპულ მწარმოებელთან (ალბათ მეტთან) რომ „ჩერეზ“ მათი ფილტრით და მათთან თანამშრომბლობით ჯანმოს ნებართვა მიიღონ, შემდეგ ჩვენთან რა ფორმულა შემოვა ღმერთმა იცის. მე პირდად, როგორც რიგითი ექიმი, ჩემს მშობლებს ახლოსაც არ მივაკარებ ასეთი გზით შემოსულ ვაქცინას და ვამხელ ყველანაირად, როგორც შემეძლება.
მთავარი რაც ახლა ჩემი აზრით ქვეყნის შიგნით უნდა კეთდებოდეს არის აქტიური კამპანია, რომელიც არ ნიშნავს მხოლოდ „უნდა აიცრა“-ს ძახილს. ადამიანების იმ ჯგუფს, რომელსაც გულწრფელი სკეფსისი აქვს, უნდა ავუხსნათ მათ შორის ისიც, რაც ჯერჯერობით არ ვიცით ვაქცინებზე და ისიც, რა რისკებს შეიცავს უვაქცინობა. ასევე, ვინ და რა სისტემაა პასუხისმგებელი, რომ მაგალითად ჩემს მართლა გმირ კოლეგას კახეთში ან აჭარაში, რომელსაც თავისი ნებით სურს აცრა, რიგში წინ არ ჩაუდგება რომელიმე გავლენიანი ან ფულიანი ჩინოვნიკი.
ვაქცინაციის თემა ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიურია ყველა საზოგადოებაში და ამიტომაც მარტივია მისით მანიპულირება და ხალხის კიდევ უფრო დაპირისპირება, მაგრამ პარადოქსულად შეიძლება მაკონსოლიდერებელიც აღმოჩნდეს, სწორი მართვის პირობებში..“, – წერს მამუკა მაჩაიძე.