თურმე ჩინურ ვაქცინას ვლობირებ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ჩინური ვაქცინის ლობირებასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის ბრალდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვაქცინის მიღების პროცესი სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებით ხდება.

„თურმე ჩინურ ვაქცინას ვლობირებ. მთელი თურქეთი ჩინური ვაქცინით აიცრა. თურქეთში 10%- ია აცრილი ჩინური ვაქცინით.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას სამწუხაროდ, ჯერ არ მიუნიჭებია ჩინური ვაქცინისთვის, თუმცა დოკუმენტები შეტანილია. მსოფლიოში ამდენი ქვეყანა ამ ვაქცინით იცრება. რა ლობირება, რის ლობირება, ეს ხომ სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებით ხდება. წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის ჩინეთში, იქ ჩვენი საელჩო მუშაობს ამაზე. მთავრობასთან მიდის მოლაპარაკება“ – განაცხადა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ „ჩინურ ვაქცინაზე გარკვეული წრეები მუშაობენ პაატა იმნაძეს და თენგიზ ცერცვაძეს უნდათ, რომ ჩინური ვაქცინის შემომტანების ლობირება მოახდინონ.

წყარო: ptn.ge