აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკაში მაისის ბოლოს ყველა ზრდასრულისთვის ვაქცინის საკმარისი დოზა იქნება.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„სამი კვირის წინ ჩვენ ვთქვით, რომ ივლისის ბოლოს საკმარისი ვაქცინები გვექნებოდა ყველა ზრდასრულისთვის. ახლა კი სიხარულით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ საკმარისი ვაქცინები უკვე მაისის ბოლოსთვის გვექნება. ეს პროგრესია, ძალიან დიდი პროგრესი“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
წყარო: itv.ge